The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ალიმბარაშვილი

ალექსანდრე ალიმბარაშვილი
დაბადების თარიღი:1908
გარდაცვ. თარიღი:1990  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის ავტოსაგზაო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1930 წელს.

გზების დაპროექტების საკავშირო ინსტიტუტის ფილიალის გახსნის დღიდან მუშაობდა ინჟინრად, განყოფილების გამგედ; 1945 წელს დაინიშნა ფილიალის დირექტორად. ამ პოსტზე მან თითქმის სამი ათეული წელი იმუშავა; 1945-1975წწ. გზების დაპროექრების ქართველი სპეციალისტებისათვის დიდი წარმატებების პერიოდი იყო; 1955 წლამდე ქართველი სპეციალისტები მუშაობდნენ საბჭოთა კავშირის მთაგორიან რეგიონებში: შუა აზიაში, კავკასიაში, პამირზე; 1955 წლიდან კი მათი ოსტატობის აღიარება მოხდა საერთაშორისო მასშტაბით; მისი ხელმძღვანელობით ქართველმა სპეციალისტებმა დაიწყეს გზების დაპროექტება ერაყში, ავღანეთში, სირიაში, კუბაზე, მადაგასკარზე და სხვა ქვეყნებში; მათი წარმატებული მოღვაწეობა გრძელდებოდა 1990 წლამდე, სსრკ-ს დაშლამდე; მისი ხელმძღვანელობით გზების დაპროექტების ქართულმა სკოლამ საერთაშორისო ავტორიტეტი და აღიარება მოიპოვა; 1975 წლიდან იყო საკავშირო სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს "გლავტრანსპროექტის" წარმომადგენელი საქართველოში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.42

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: