The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ალხაზაშვილი

ნიკოლოზ ალხაზაშვილი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1911
გარდაცვ. თარიღი:1995  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის კომუნალური მეურნეობის განყოფილების ინჟინრად; ქუთაისის საავტომობილო ხიდის - "ახალი ხიდის" (მდ. რიონზე) მშენებლობის უფროსად; ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქშახტმშენის" ქუთაისის სამმართველოს უფროსად, ტრესტის მმართველის მოადგილედ, სპეცსამმართველოს უფროსად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა საავტომობილო ხიდი, სამთო ტექნიკუმი (ქუთაისში), რიონის რკინიგზის სადგური, სანატორიუმი "მეშახტე" (წყალტუბოში), აკვედუკი მდ. ყვირილაზე და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.43

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ქალაქ ბაღდათის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: