The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ალხაზაშვილი

ნოდარ ალხაზაშვილი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:1995  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. ვორონეჟში; 1966 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს გზათა სამეცნიერო-კვლევით და საწარმოო-ტექნოლოგიურ, კომპლექსურ ინსტიტუტ "საქგზამეცნიერებაში"; იყო ქუთაისის საშენ მასალათა ლაბორატორიის უფროსი ინჟინერი; 1968 წლიდან იყო ქუთაისის ტერიტორიული ლაბორატორიის დირექტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.44


გააზიარე: