The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან შარაშენიძე

ლევან შარაშენიძე
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1931
გარდაცვ. თარიღი:2012  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ალმა-ათას საჰაერო-სადესანტო სამხედრო სასწავლებელი; მოსკოვის ვ. ი. ლენინის სახელობის სამხედრო-პოლიტექნიკური აკადემია (1970).

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა კიევის სამხედრო ოლქში საჰაერო-სადესანტო დივიზიის, საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოცმეთაურად. 1955 წელს აგრძელებს სამსახურს სადესანტო ჯარებში. ამთავრებს პოლიტშე-მადგენლობის ცენტრალურ კურსებს და ინიშნება სამხედრო-საჰაერო დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსის თანაშემწედ, შემდეგ საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონის მეთაურის მოადგილედ პოლიტდარგში. 1963 წელს მას ირჩევენ პოლკის პროპაგანდისტად და 1967 წელს აგრძელებს სწავლას ვილნიუსის ვ. კაფსუკასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დაუსწრებელ ფაკულტეტზე. 1965 წელს იგი გადმოჰყავთ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში საპარაშუტო-სადესანტო პოლკის მეთაურის მოადგილედ პოლიტდარგში, შემდეგ კი საჰაერო-სადესანტო დივიზიის პოლიტ განყოფილების უფროსად. 1969-1976წწ. საჰაერო-სადესანტო დივიზიის პოლიტ განყოფილების უფროსი იყო, 1976-1979წწ. ამიერკავკასიის წითელ დროშოვანი სამხედრო ოლქის პოლიტიკური-სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1979-1989 წლებში მსახურობდა საქართველოს სსრ სამხედრო კომისრად. არჩეულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. 1992 წლის მაისში დაინიშნა სახელმწიფოს მეთაურის მთავარ სამხედრო მრჩევლად. 1993-1994წწ. იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი. 1994 წელს გავიდა თადარიგში. ქართველი გენერალ-მაიორი; გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.685; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.120

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1953-)

გააზიარე: