Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რაფიელ პაპოვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის საინჟინრო ფაკულტეტი 1942 წელს. იმავე წელს დაიწყო მსახიობად მუშაობა თბილისის ს. შაუმიანის სახელობის სომხურ თეატრში; პარალელურად მათემატიკას და ხაზვას ასწავლიდა თბილისის სკოლებში; 30 წელი ემსახურა სომხურ თეატრს და 200-ზე მეტი როლი შეასრულა. მათ შორის აღსანიშნავია: ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ონისე (ა. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"), ბეჟანა (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს"), გეგა (მ. მრევლიშვილის "ზვავი"), დათიკო (ი. ჭავჭავაძის "გლახის გაამბობი"), ალექსეი (მ. ბარათაშვილის "სართულები"), კაკული, ზიმზიმოვი, მოზი, ოსეპა, ისაი (გ. სუნდუკიანის "პეპო", "დაქცეული ოჯახი", "ხათაბალა"), ვოოკანი, მიქაელი, სეირანი (ა. შირვანზადეს "ავი სული", "ქაოსი", "ნამუსი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), სამველი, სტეფანე შაუმიანი (ბ. სეირანიანის "სამველი, "ბალადა შაუმიანზე"), ოლეგ კოშევოი (ა. ფადეევის "ახალგაზრდა გვარდია"), კოჩკარიოვი (ნ. გოგოლის "ქორწინება"), ფერნანდო (მ. ლერმონტოვის "ესპანელები"), პეტრუჩიო, კასიო (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება", "ოტელო"), გოარდი (ჯ. გოუს და ა. დიუსის "ღრმა ფესვები") და სხვ.; იყო მხატვრული კითხვის ოსტატი, ხშირად გამოდიოდა ესტრადაზე და კითხულობდა, როგორც სომხურ, ისე ქართულ ენაზე. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ. 41; Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |