შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარას ხორავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა. 1934-1936წწ. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე. 1935 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში მსახიობად. უმეტესად ასრულებდა სახასიათო როლებს. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეტიელა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ალმასხანი (ა. წერეთლის "კინტო"), ყარამანი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), ალონსო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ქავთარა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ზაზა ციციშვილი (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი"), ობერ-ლეიტენანტი (გ. გულიას "გმირის კლდეკარი"), სულეიმანი (ვ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალალან"), ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ვარგასი (გ. სარდუს "ფლანდრია"), კარანდაშევი, ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), სახლთუხუცესი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ. გადაღებულია ფილმში - "პირველი მერცხალი"(ბიკენტი). წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.43; http://khorava.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |