The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარას ხორავა

ტარას ხორავა
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1975  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გუდაუთა.

1934-1936წწ. სწავლობდა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

1935 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში მსახიობად. უმეტესად ასრულებდა სახასიათო როლებს. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მეტიელა (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ალმასხანი (ა. წერეთლის "კინტო"), ყარამანი (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე"), ალონსო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ქავთარა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ზაზა ციციშვილი (ს. შანშიაშვილის "უგვირგვინო მეფენი"), ობერ-ლეიტენანტი (გ. გულიას "გმირის კლდეკარი"), სულეიმანი (ვ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალალან"), ქუჩარა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ვარგასი (გ. სარდუს "ფლანდრია"), კარანდაშევი, ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უმზითვო", "უდანაშაულო დამნაშავენი"), ლომკაცა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), სახლთუხუცესი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ისიდორე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვ. გადაღებულია ფილმში - "პირველი მერცხალი"(ბიკენტი).

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.43; http://khorava.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1954 - აფხაზეთის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: