The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლუარსაბ შარაშიძე

ლუარსაბ შარაშიძე
დაბადების თარიღი:18 იანვარი, 1923
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1991  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს; ამავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1960 წელს სადოქტორო დისერტაცია.
1957-1975წწ. დაარსა და ხელმძღვანელობდა მორფოლოგიის და ციტოჰისტოქიმიის განყოფილება ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1973-1975წწ. იყო ონკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორი; 1974 წელს დააყენა საკითხი საქართველოში მოსკოვის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის მსგავსი ცენტრის შექმნის შესახებ, რომელიც წარმატებით დააგვირგვინა და 1975 წელს საქართველოში დაარსა საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, რომლის პირველი დირექტორი იყო და რომელსაც ხელმძღვანელობდა 1989 წლამდე;  1989-1991წწ. გარდაცვალებამდე იყო ამ ცენტრის საპატიო დირექტრორი; 1975-1980წწ. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთელ რიგ რაიონებში შეიქმნა ონკოლოგიური დისპანსერები, პოლიკლინიკები და ჩამოყალიბდა ციტოლოგიური ლაბორატორიები. მან პირველმა განახორციელა საქართველოში ონკოლოგიური სამსახურის ფუნდამენტალური რეორგანიზაცია და სრულყოფა და მისი ძალისხმევით დაიყო ონკოლოგიური პაციენტების კვლევის, პრევენციის და მკურნალობის მეცნიერული მიდგომის ახალი ეპოქა; მან პირველმა დაადგინა: რომ ტუბერკულოზის აღმოცენება, ლოკალიზაცია, მიმდინარეობა და გამოსავალი უშუალოდ დამოკიდებული იყო საინერვაციო მექანიზმების მდგომარეობაზე (1952-1953); რომ შესაძლებელია მიკრობის არაპათოგენური შტამების მიღება და განსაზღვრა ადამიანის აქტინომიკოზის ფორმები, რაც ახალი ვაქცინების შემუშავებას ეხმარება (1954); რომ სიმსივნურ პროლიფერაციას საფუძვლად უდევს არა უჯრედების მიტოზური აქტივობის გაძლიერება, არამედ მათი გამრავლების და მომწიფების პროცესების დათრგუნვა; შექმნა უჯრედების მომწიფების ინდექსი და მათი მარტივი შენების ორგინალური სქემა, რომელიც წარმატებით გამოიყენება სიმსივნეთა დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში; 33 წლის ასაკში პირველად საქართველოში დანერგა ციტოჰისტოქიმიური კვლევის მეთოდები ( 1956), რაც დღესაც გამოიყენება; 1958 წელს პირველმა გამოიყენა აბსორბციული მიკოროფოტომეტრირება ნუკლეინის მჟავების და ცილების რაოდენობის განსაზღვრისათვის; 1959 წელს პირველმა გამოაქვეყნა საქართველოში პირველი პრაქტიკული სახელმძღვანელო ციტოჰისტოქიმიაში და 1962 წელს პირველი მონოგრაფია სიმსივნეების ციტოჰისტოქიმიის შესახებ; პირველმა შეიმუშავა დნმ-ის გამოვლინების ახალი ციტო-ქიმიური მეთოდი სითბური ჰიდროლიზის გარეშე; პირველმა აღმოაჩინა სიმსივნური უჯრედის ბირთვში ორგვარი ფორმის რნმ: ლაბილური (აუცილებელი გამრავლებისთვის) და სტაბილური (აუცილებელი მომწიფებისთვის) და რნმ-ის რაოდენობის სიჭარბე სიმსივნურ უჯრედებში, რომლის გამოცლით ქსოვილოვან კულტურებში დააჩქარა მათი მომწიფება. 10 მონოგრაფიის და 300-ამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 58 საკანდიდატო და 20 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი; ქართველ და საბჭოთა მედიკოს-მეცნიერთა მრავალი თაობის აღმზრდელი; სხვადასხვა საკავშირო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ერთადერთი ქართველი და საბჭოთა მეცნიერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა საკავშირო და მსოფლიო სიმპოზიუმსა და კონგრესში მორფოლოგიაში, ციტოჰისტოქიმიასა და ონკოლოგიაში. მისი ნაშრომები და აღმოჩენები შეტანილია დიდ სამედიცინო ენციკლოპედიაში და სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სახელმძღვანელოებში. 1992 წელს ი. ნიკოლაძის I შესახვევს, სადაც იგი დაიბადა და ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, მიენიჭა ლუარსაბ შარაშიძის სახელი; 2004 წელს საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ეზოში დაიდგა მისი ბიუსტი; 2019 წელს მისი ბიუსტი დაიდგა ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე, პატარა სკვერში, იმ სახლის წინ, რომელშიც იგი დაიბადა და ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. პათოლოგანატომი, მორფოლოგი, ციტოჰისტოქიმიის და მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი და ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963). ელექტრონული მიკრისკოოპიის ერთ- ერთი დამფუძნებელის რუსუდან ბულუსაშვილის მეუღლე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.685

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ავთვისებიანი სიმსივნეების სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • ნაციონალური კომიტეტი ციტოჰისტოქიმიაში, წევრი
  • სკკპ, წევრი (1953-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციტოლოგიის საპრობლემო კომისია, წევრი
  • სსრკ ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: