The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა შარაშიძე

შალვა შარაშიძე
სხვა სახელი:თაგუნა  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1880
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1934  (54 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა ბახვის დაწყებითი სკოლა 1891 წელს.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. 1996 წელს ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე შევიდა, შემდეგ სამედიცინო ფაკულტეტზე გადავიდა. 1906 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1905 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა თბილისის საზოგადოების ორგანიზაციის ბოლშევიკური ფრაქციის არალეგალურ მუშაობასა და გამოსვლებში. ამავე წლის ნოემბერში მის სახლში ჩატარდა კავკასიის ბოლშევიკების საიდუმლო ყრილობა ი. სტალინის მონაწილეობით. 1906 წლის I ნახევარში გადავიდა ბაქოში და იქ განაგრძო არალეგალური მუშაობა. 1907-1910წწ. პეტერბურგში იყო და მონაწილეობდა ქართველი სათვისტომოს მოღვაწეობაში. 1911 წლიდან ქუთაისში იყო და თბილისის გამოცემებში ბეჭდავდა იუმორისტულ ლექსებსა და ფელეტონებს. 1914 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, იყო "სახალხო სახლის" თეატრის რეჟისორი და მსახიობი. განაგრძობდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. 1919 წელს თაგუნას ხელმოწერით გამოქვეყნდა მისი "თხზულებანი", 1926 - "თამარ ცბიერი", 1933 - საბავშო კრებული "ხორთუმი მაქვს, მაგრამ სპილო არა ვარ", 1921 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა "ავგაროზი", 1924 წელს მის მიერ ინსცენირებული დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", 1928 წელს გამოცემული "უცხო სიტყვათა ლექსიკონის" ერთ-ერთი რედაქტორი. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.686; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.131; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: