შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ამაშუკელი![]()
ბიოგრაფიადაბადებიდ ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სისტემაში: სამუშაოთა მწარმოებლად, სამშენებლო სამმართველოს უფროსად, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად, საქართველოს მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 1997 წელს დაინიშნა მინისტრის მრჩევლად; უშუალოდ მონაწილეობდა და ხელმძრვანელობდა არაერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტის მშენებლობას. მათ შორისაა: საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსი, გრამფირფიტების ჩამწერი სტუდია "მელოდია", ქორწინების სასახლე, თერაპიის ს/კ ინსტიტუტი, სეფსისის ცენტრი, მცენარეთა დაცვის ს/კ ინსტიტუტი (თბილისში); მთავრობის დასასვენებელი კომპლექსი (მიუსერაში), ღვინის ქარხანა (ოკამში), წყალსათხილამურო კომპლექსი "მალთაყვა" (ფოთში) და სხვა; 1991-1992წწ. კურირებდა საქართველოს მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების აღდგენას. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.44-45; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.266 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |