The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე I (იმერეთის მეფე)

დაბადების თარიღი:12??
გარდაცვ. თარიღი:1327
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

იმერეთის მეფე 1293-1327 წლებში. დავით VI ნარინის ძე. მეფობას ეცილებოდა უმცროსი ძმა მიქელი, რომელმაც დაიპყრო რაჭა-ლეჩხუმი და არგვეთი. ძმებს შორის ბრძოლა კონსტანტინე I-ის გარდაცვალებამდე არ შეწყვეტილა. შინაური არეულობით ისარგებლეს მსხვილმა ფეოდალებმა(დადიანმა, შერვაშიძემ, გურიელმა) და ოდიში(სამეგრელო), აფხაზეთი, გურია ცენტრალური ხელისუფლებისაგან თითქმის დამოუკიდებელ სამთავრებოებად აქციეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ., 1980.- გვ. 642


გააზიარე: