შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე I (კახეთის მეფე)![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე I-ის ძე, ბავშვობიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰ აბას I-მა საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალეთისგან უნდა გაენთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსამდრე I სპარსეთ-ოსმალეთის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა-ალექსამდრე I, ძმა-გიორგი, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, აჯანყდნენ და მოკლეს. დაბადების თარიღი დაუზუსტებელია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 642; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 155
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |