Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე I (კახეთის მეფე)![]()
Biographyალექსანდრე I-ის ძე, ბავშვობიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა, სადაც გამაჰმადიანდა კიდეც. შაჰ აბას I-მა საგამგებლოდ შირვანი უბოძა და ჯარით კახეთში დააბრუნა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალეთისგან უნდა გაენთავისუფლებინა და თვითონ დაეჭირა. კონსტანტინემ კახელებს შირვანზე გალაშქრება მოსთხოვა, მაგრამ ალექსამდრე I სპარსეთ-ოსმალეთის შესაძლო შედეგს ითვალისწინებდა და ომისგან თავს იკავებდა. ამით უკმაყოფილო კონსტანტინემ შაჰ აბას I-ის დავალებითა და სპარსელების დახმარებით მისივე კარავში მოკლა მამა-ალექსამდრე I, ძმა-გიორგი, რამდენიმე კახი დარბაისელი და თავი მეფედ გამოაცხადა. ხალხმა იგი მეფედ არ მიიღო, აჯანყდნენ და მოკლეს. დაბადების თარიღი დაუზუსტებელია. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 642; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 155
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |