The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ამიჩბა

შოთა ამიჩბა
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:1993  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯგერდაში, ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო-სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N6 სამშენებლო ტრესტის N1 და N5 სამშენებლო სამმართველოებში სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1967-1970წწ. იმავე ტრესტის სამრეწველო საწარმოთა კომბინატის მთავარ ინჟინრად, დირექტორად, მცირე მექანიზაციის სამმართველოს უფროსად; 1970-1974წწ. მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების ტრესტ "ნოვოროსიისკმორსტროის" (ნოვოროსიისკის საზღვაო მშენებლობის) N9 მცურავი სამშენებლო რაზმის უფროსის მოადგილედ; 1974-1982წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ნაპირსამაგრ ნაგებობათა ექსპლუატაციის რესპუბლიკური სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1982-1987წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქნაპირდაცვის" ნაპირსამაგრ ნაგებობათა და დამხმარე საწარმოთა ექსპლუატაციის რესპუბლიკური სამმათველოს მთავარი ინჟინერი, უფროსი; 1987-1993წწ. სამშენებლო სამმართველოს "კარიერლანდშაფტმშენის" უფროსი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლისა და მდინარეებზე ნაპირდამცავ ნაგებობათა მშენებლობასა და ბუნებრივი ლანდშაფტების გაკეთილშობილებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.46


გააზიარე: