The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ჩოჩია

დაბადების თარიღი:2 დეკემბერი, 1918  (105 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მედვედევო, ახლანდელი პაშსკის რაიონი, (ლენინგრადის) სანკტ-პეტერბურგის ოლქი.

დაამთავრა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტი 1941 წელს.

1939 წლიდან მუშაობდა ნავთობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით გეოლოგიურ-საძიებო ინსტიტუტში. 1964-1969 წლებში მუშაობდა დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1950 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ლენინგრადის სამთო ინსტიტუტში. მისი შრომები ეხება დასავლეთ ციმბირისა და დასავლეთ ურალის გეოლოგიური აგებულებისა და ნავთობაირიანობის საკითხებს. იგი დასავლეთ ციმბირის ნავთობიანი პროვინციის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენია. საბჭოთა გეოლოგი, 1956 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1965 წლიდან პროფესორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.150

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: