The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)

Date of birth:8??
Date of death:9??
Category:Royalty

Biography

"აფხაზთა სამეფოს" (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922 წლებში, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 წელს დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა  და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ "აფხაზთა სამეფოს" ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის  მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა "აფხაზთა მეფის" ხელში იყო.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 643; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 157


Share: