შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაიმერეთის მეფის დავით II-ის ძე. 3 წლის კონსტანტინე ბატონიშვილი მამამ ერთგულების ნიშნად სოლომონ II-ს მისცა. დავით II-ის მიერ ტახტის დაბრუნების ცდის გამო 1792 წელს სოლომონმა უფლისწული მუხურის ციხეში ჩაკეტა. 1803 წელს რუსეთის მთავრობის მოთხოვნით სოლომონ II-მ გაათავისუფლა კონსტანტინე ბატონიშვილი და იმერეთის ტახტის მემკვიდრედ ცნო. შემდეგში სოლომონმა შეძლო ახალგაზრდა უფლისწულის შემორიგება. იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი პეტერბურგს გაემგზავრა და კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკში ჩაირიცხა როტმისტრად. მონაწილეობდა 1812 წლის ბოროდინოს ბრძოლაში. მისი შვილები (დავითი, გიორგი, კონსტანტინე, ნიკოლოზი, ალექსანდრე) რუსეთში "მერეტინსკებად" ან "ბაგრატიონ-იმერეტინსკებად" იწოდებოდნენ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5.- თბ., 1980.- გვ. 643 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |