The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ბატონიშვილი

Date of birth:15??
Date of death:1587
Category:Royalty

Biography

იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის  ძე, გიორგი II-ის უმცროსი ძმა. გიორგი II-ის მეფობის პერიოდში(1565-1585)  კონსტანტინე ბატონიშვილს საუფლისწულო ადგილ-მამული არ ჰქონდა და მისი მიღებისათვის იბრძოდა. 1583 წელს მეფემ ციხეში გამოკეტა. გიორგი II-ის გარდაცვალების შემდეგ(1585) კონსტანტინე ბატონიშვილმა ისარგებლა ლევან მეფის ახალგაზრდობით და დაიპყრო მდინარე რიონის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია. მის ხელში გადავიდა სკანდა, კაცხი და არგვეთი. 1587 წელს მეფე ლევანმა წაართვა კონსტანტინე ბატონიშვილს ეს ადგილები ციხესიმაგრეებითურთ, მაგრამ თვითონაც იძულებული გახდა დაეთმო და მიეცა საუფლისწულო მამული არგვეთში (ზემო იმერეთი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.5 .-თბ., 1980.- გვ. 643; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 158


Share: