Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ამყოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს, მოგვიანებით - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა საქართველოს კვების მრეწველობის საპროექტო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ს/კ ინსტიტუტებში მეცნიერ-თანამშრომლად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დოცენტად (1977 წლიდან), 1991 წლიდან საერო ინსტიტუტ "გაენათში" კათედრის გამგედ და ფაკულტეტის დეკანად; 1992-1997წწ. პრორექტორად სასწავლო დარგში; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია; მონაწილეობდა არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტის, მათ შორის - ვიეტნამის ჩაის ფაბრიკის დაპროექტებაში, ენგურის თაღოვანი კაშხლის სამუშაოთა მეცნიერულ კვლევაში; არის ტექნიკის მეცნიერებატა კანდიდატი, 25-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |