The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელეონორა წერეთელი

დაბადების თარიღი:1 თებერვალი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1940-1946 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში(1946-1949), სოხუმის ფილარმონიასთან არსებულ ანსამბლებში(1949-1951), აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში(1951-1952), საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში(1953-1967). 1972 წლიდან იყო ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლის('სუხიშვილების") სტუდიის პედაგოგ-ქორეოგრაფი. 

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.14

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1953 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი (ბუქარესტი, რუმინეთი)

გააზიარე: