The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ შარაძენიძე

დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1912
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 1971  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1937 წელს.

სახვადასხვა დროს მუშაობდა ქარხანა "ზაპოროჟსტალში", ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე, დირექტორად (1965-1970), საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს თავჯდომარის მოადგილედ (1963-1965), ინდოეთის ქ. ბოკაროს მეტალურგიული ქარხნის მთავარ კონსულტანტად (1970-1971). სპეციალისტების ჯგუფთან ერთად რუსთავის მილსაგლინი აგრეგატის "400" მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის 1962 წელს მიენიჭა ლენინური პრემია. მეტალურგი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.686

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ VIII მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - ლენინური პრემია (ჯგუფთან ერთად)
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: