შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე შმელევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1930 წელს თბილისის მე-5 რკინიგზის სკოლის შვიდწლედის დამთავრების შემდეგ წსავლა განაგრძო თბილისის რკინიგზის ტექნიკუმში. 1934-1938 წლებში სწავლობდა გრიბოედოვის თეატრთან არსებულ სტუდიაში. 1941-1945 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ცეკვისა და სიმღერის სხვადასხვა ანსამბლებში მსახიობად. 1945 წლიდან გრიბოედოვის თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მაქსიმოვი(ბ. ლავრენიოვის "მეზღვაურები"), ორლოვი(ა. სეროვის "შორს სტალინგრადიდან"), ტიტი-ნანე(კ. გოლდონის "მეთევზეები"), მოლოვიდოვი(ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პოლიცმეისტერი(ნ. გოგოლის "რევიზორი"), სკალაზუბოვი(ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), ალექსეი(ვ. ვიშნევსკის "ოპტიმისტური ტრაგედია"), ფაბიო(ლოპე დე ვეგას "ძაღლი თივაზე"), შაბერი(ო. ბალზაკის "პოლკოვნიკი შაბერი"), მარკოვი, არკადი, ბურმანი(კ. სიმონოვის "ერთი სიყვარულის ისტორია", "ყმაწვილი ჩვენი ქალაქიდან"), ნილი(მ. გორკის "მდაბიონი"), ფიოდორ დიატლოვი(ნ. პოგოდინის "მესამე პათეტიკური"), ალონზო(ა. კასონას "მესამე სიტყვა"), როჯერს გლენ დევიტი(ძმები ტურების "ჩრდილოეთის მადონა") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.18 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |