შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ შარვაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი. 1940-1946წწ. კრასნოიარსკის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი; 1949-1960წწ. სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე; 1971 წლიდან თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება თევზების ევოლუციის, ეკოლოგიის, სისტემატიკის, ემბრიოლოგიის, ბიოლოგიურ საკითხებს, თევზმეურნეობის ბიოლოგიურ საფუძვლებს. ზოოლოგ-იქთიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.688; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.193 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |