The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ შარვაშიძე

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1911  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, სამტრედიის რაიონი.

1940-1946წწ. კრასნოიარსკის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი; 1949-1960წწ. სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე; 1971 წლიდან თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორი. მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება თევზების ევოლუციის, ეკოლოგიის, სისტემატიკის, ემბრიოლოგიის, ბიოლოგიურ საკითხებს, თევზმეურნეობის ბიოლოგიურ საფუძვლებს. ზოოლოგ-იქთიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1971). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.688; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.193

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: