შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სავლე შარიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეღვანი, ორჯონიკიძის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1950 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა კომუნიზმის კათედრის პროფესორი. 1957-1969წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ მუშაკად. მუშაობდა საბჭოთა მუშათა კლასის, სკკპ ისტორიის მეცნიერებათა კომუნიზმისა და საბჭოთა პერიოდის საქართველოს ისტორიის საკითხებზე, საბჭოთა საზოგადოების სოციალისტურ სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებზე, მორალისა და აღზრდის პრობლემებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1972). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.690; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.345 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |