The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მირიან ჭანიშვილი

მირიან ჭანიშვილი
Date of birth:1878
Date of death:1971  (at 93 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი.

მუშად მუშაობდა ბათუმის თავართქილაძის სტამბაში. ბათუმშივე ეზიარა რევოლუციურ საქმიანობას და დაუახლოვდა სცენისმოყვარეთა წრეებს; 1896 წელს ზესტაფონში, მარგანეცის წარმოებაში დაიწყო მუშაობა და აქაც სცენისმოყვარეთა წრის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ხდება; 1899 წელს ჭიათურაში გადადის სამუშაოდ და ადგილობრივი სცენისმოყვარეთა წრის აქტიური წევრი ხდება; ამავე წრეში განაგრძობს რევოლუციურ მუშაობას, რისთვისაც 1903 წელს დააპატიმრეს და სამი წლით გადაასახლეს; 1906 წელს გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ჭიათურაში დაიწყო მოღვაწეობა; 1899-1923წწ. ჭიათურის დრამატული დასის ყველა სეზონის აქტიური მონაწილე იყო. იყო ჭიათურაში მუდმივი დრამატული დასიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი (1906). დიდი წვლილი მიუძღვის ჭიათურის თეატრის ისტორიაში. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დავალებით, ჭიათურაში ხელახლა ჩამოაყალიბა მუდმივი დრამატული დასი და მის კომისრად დაინიშნა და ორი წლის განმავლობაში უწევდა ამ დასს ხელმძღვანელობას; 1923 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და ჯერ პროლეტკულტურის წითელ, ხოლო შემდეგ ნაძალადევის სახალხო თეატრებში მოღვაწეობდა მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ოთარბეგი, საბა, სოლეიმანი, ბესო (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტია, ჯოლია, ფაშა, ადამია, გიორგი (ვ. გუნიას "და-ძმა"), ციმბირელი, მაზუთიანი, ქლესოვი (ა. ცაგარელის "ციმბირიელი") და სხვა. ძირითადად სახასიათო როლების შემსრულებელი იყო.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1988. -გვ.44;

          http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/90823

Awards and Honors

  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: