შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე შატილოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა დერპტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს. 1888 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1888-1889წწ. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1898-1901წწ. თბილისში ხელმძღვანელობდა მუშათა საზოგადოების წრეს. როგორც რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი 1898-1900წწ. იყო თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშათა გაფიცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1912 წელს ბათუმის საზოგადოების ორგანიზაციის კრებაზე დააპატიმრეს. 1933-1947წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. შეისწავლიდა თვალის ტუპერკულოზის, მხედველობის ნერვის დაავადების საკითხებს და სხვა. ოფთალმოლოგი, პროფესორი (1933). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.693 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |