The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე შატილოვი

ალექსანდრე შატილოვი
დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1868
გარდაცვ. თარიღი:7 მაისი, 1949  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა დერპტის (ესტონეთი) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1897 წელს.

1888 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 1888-1889წწ. სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდან გარიცხეს. 1898-1901წწ. თბილისში ხელმძღვანელობდა მუშათა საზოგადოების წრეს. როგორც რსდმპ თბილისის კომიტეტის წევრი 1898-1900წწ. იყო თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშათა გაფიცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მუშაობდა ექიმად ბათუმში;  1912 წელს ბათუმის საზოგადოების ორგანიზაციის კრებაზე დააპატიმრეს. 1933-1947წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. შეისწავლიდა თვალის ტუბერკულოზის, მხედველობის ნერვის დაავადების საკითხებს და სხვა. ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1933); პროფესორი (1933). ოფთალმოლოგ ტატიანა შატილოვას მამა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.693; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.617

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რსდმპ თბილისის კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავჯდომარე (1933-1949)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: