The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიოშა როგავა

ალიოშა როგავა
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე როგავა
დაბადების თარიღი:1913
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 2000  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი.

1933 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო უმაღლეს სასცენო ხელოვნების ორწლიან კურსებზე.

1935-1936 წლების სეზონიდან იყო ზუგდიდის თეატრის მსახიობი. ზუგდიდის შემდეგ, მოღვაწეობას აგრძელებს ტყიბულის სახელმწიფო თეატრში, შემდეგ კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში და გააგრძელა მუშაობა. განსახიერებული აქვს სხვადასხვა ჟანრის, ხასიათის, როგორც კლასიკური, ასევე თანამედროვე რეპერტუარის 300-ზე მეტი როლი. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: ბაში-აჩუკი (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), პლატონი, ბეკინა, არისტო (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შმაგა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), ტარიელ შერვაშიძე (კ. გამსახურდიას "მთვარის მოტაცება"), ასკალანი (ვ. კანდელაკის "ერთხელ დახოცილები"), სიმონ გოდაბრელიძე (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"), სარალიძე (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. მხატვრულ ფილმ "შერეკილებში" შესრულებული აქვს ღვთიშობელა კუპატაძის როლი.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.45; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.172

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: