შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მალხაზ ანანიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1967 წელს. 1968-1986წწ. მუშაობდა "თბილსრესში", საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "მაღლივმშენში", სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენსა" და "თბილმრეწვმშენში" - ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, წარმოებისა და სამმართველოს უფროსად და ტრესტის მმართველად; 1986 წლიდან იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში: ჯერ საინჟინრო ნაგებობათა სამშენებლო სამმართველოს უბნის ოსტატად, ხოლო შემდეგ - "თბილსრესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1990 წლიდან სათავეში ჩაუდგა "საქჰიდროენერგომშენის" სამოქალაქო ბინათმშენებლობის სამშენებლო სამმართველოს, მოგვიანებით დაინიშნა სს "ბინმშენის" გენერალურ დირექტორად. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |