The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ანდრიაძე

ირაკლი ანდრიაძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2012  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953 წელს დაინიშნა თიანეთის რაისაბჭოს აღმასკომის მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1953-1967წწ. მუშაობდა რუსთავსა და ჭიათურაში - საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში, სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" რკინაბეტონის ქარხანაში, საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მთავარ ინჟინრად; 1967-1968წწ. იყო საქართველოს სსრ სახალხო კონტროლის კომიტეტის ინდუსტრიული და კომუნალური განყოფილების გამგე; 1968-1972წწ. საქართველოს მშნებლობის სამინისტროს ტრესტ "მშენინდუსტრიის" მთავარი ინჟინერი; 1972-1974წწ. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პრორექტორი უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების დარგში; 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე" "საქართველოს ბუნებრივ ფენოვან შემავსებლებზე ელექტრო გახურებით დამზადებული მსუბუქი ბეტონების გამოკვლევა და დანერგვა", შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია;მისი პრორექტორობის პერიოდში მიმდინარეობდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კომპლექსის მშენებლობა (მაღლივი კორპუსი, ბიბლიოთეკის კორპუსი და ცენტრალური ბიბლიოთეკა წიგნთსაცავებით), მისი ხელმძღვანელობა და კურატორობაც დაევალა; 1971-1985წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; გამოქვეყნებულ აქვს სამეცნიერო შრომები და სამი სახელმძღვანელო სამშენებლო-საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისათვის; 1974-1976წწ. მუშაობდა საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტსა და მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველის მოადგილედ და პირველ მოადგილედ, სამეურნეო სამმართველოს უფროსად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს მთავარი სამეურნეო სამმართველოს უფროსი; 1985-1987წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველი: 1987-1991წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1991 წლიდა თბილისის პირველი პრეფექტი და პირველი მერი; 1992-2003წწ. სახელმწიფო საბჭოს საქმეთა მმართველი და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 1992-1996წწ. იყო საზღვარგარეთ ქართული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე და პრეზიდიუმის წევრი; 1994 წელს ხელმძღვანელობდა თბილისში ზურაბ წერეთლის "წმინდა ნინოს" მონუმენტის აღმართვას; საქართველოს პატრიარქის, ილია II დავალებით ხელმძღვანელობდა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობას. საინჟინრო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საინჟინრო აკადემიის გადაწყვეტილებით მიღებული აქვს "XX საუკუნის გამოჩენილი ინჟინრის" წოდება (2000), მედალი -  "თბილისის ერთგულება", საქართველოს პრეზიდენტის სიგელი - "ერის გამორჩეული მოღვაწე" (2002). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.- გვ.47-48; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 66

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი (1992-1995)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1996-)
  • ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდი, თავმჯდომარე და საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1978 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • წმინდა გიორგის I ხარისხის ორდენი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II გადაწყვეტილებით)

გააზიარე: