The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კომნენი ანდრონიკაშვილი

კომნენი ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:1984  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტი საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1928 წელს.

1930-1935წწ. მუშაობდა საქართველოს გცატკეცილების სამმართველოს საპროექტო კანტორაში ინჟინრად; 1935 წლიდან საქართველოში დაპროექტების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის გახსნის შემდეგ, მუშაობდა საძიებო პარტიისა და ექსპედიციის უფროსად; 1950-1963წწ. იყო ფილიალის მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სამხედრო გზის "მლეთი-კობის" ურთულესი საუღელტეხილო მონაკვეთების ვარიანტები; მის მიერ დაპროექტებულია მრავალი საავტომობილო გზა კავკასიაში და პამირზე; 1964 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე; კითხულობდა ლექციებს საავტომობილო გზების კვლევა-ძიებასა და დაპროექტებაში; იყო გზების დაპროექტების დარგში მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვის ინიციატორი; მიღებილი აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50


გააზიარე: