Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კომნენი ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სამშენებლო ინსტიტუტი საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის სპეციალობით 1928 წელს. 1930-1935წწ. მუშაობდა საქართველოს გცატკეცილების სამმართველოს საპროექტო კანტორაში ინჟინრად; 1935 წლიდან საქართველოში დაპროექტების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის გახსნის შემდეგ, მუშაობდა საძიებო პარტიისა და ექსპედიციის უფროსად; 1950-1963წწ. იყო ფილიალის მთავარი ინჟინერი; მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით შემუშავდა საქართველოს სამხედრო გზის "მლეთი-კობის" ურთულესი საუღელტეხილო მონაკვეთების ვარიანტები; მის მიერ დაპროექტებულია მრავალი საავტომობილო გზა კავკასიაში და პამირზე; 1964 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო გზების კათედრაზე; კითხულობდა ლექციებს საავტომობილო გზების კვლევა-ძიებასა და დაპროექტებაში; იყო გზების დაპროექტების დარგში მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვის ინიციატორი; მიღებილი აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |