| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა ჩოჩიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღვლევი, ქარელის რაიონი. დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტი 1973 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1978 წელს. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან. 1972 წელს, სსრკ ჩემპიონატში, მე-5 ადგილი დაიკავა და საოლიმპიადო ნაკრებში მხოლოდ სტანისლავ ივანოვის (სსრკ სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა, რომელიც თვლიდა, რომ 93 კგ წონით კატეგორიაში, შიდა ჩემპიონატზე ნაჩვენები მე-5 ადგილის მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი ფალავანი იყო. 1989 წელს მონაწილეობდა შერეული ორთაბრძოლების იაპონიის ლიგაში, სადაც სუპერპოპულარულ იაპონელ ფალავანს ანტონიო ინოკისაც სძლია. იაპონიაში მისი დიდი პოპულარობის გამო, ოლიმპიადის მერე, ბევრი ბავშვი გაჩნდა სახელით "შოთა". საქართველოს ორგზის აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1972, 1977), ოლიმპიური თამაშების პირველი საბჭოთა ჩემპიონი ძიუდოში (1972), ორგზის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (1973, 1974), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1974, 1975), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (1975), XXI ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი აბსოლუტურ კატეგორიაში (1976, მონრეალი), მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (1977), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი (1977), სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1977). 1977 წლის თებერვალში თბილისის საერთაშორისო ტურნირზე მიიღო უმძიმესი ტრავმა და იძულებული გახდა მიეტოვებინა დიდი სპორტი. მონაწილეობა მიიღო 1993 წლის აფხაზეთის ომში, სოფელ ლაბრასთან. მისი სახელი მინიჭებული აქვს გორის სპორტის სასახლეს და თბილისში მდებარე ძიუდოს აკადემიას. 2008 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე; 2015 წელს შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის - IJF - დიდების დარბაზის წევრი გახდა (გარდაცვალების შემდეგ), სპეციალური დიპლომი მის შვილს გადაეცა. ძიუდოისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.150; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.208; ხსოვნის წიგნი. ნაწილი 7 / ვახტანგ ჭანკოტაძე .-თბ.,2020 -გვ.70-72 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

