The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ჩუბინაშვილი

ნიკო ჩუბინაშვილი
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჩუბინაშვილი
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1993  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლაიფციგი.

1927-1931 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტში.

1934-1938 წლებში იყო ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქიტექტორ-ინსპექტორი; 1943-1945 და 1956-1958 წლებში ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი. 1945-1956 წლებში და 1958 წლიდან მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში. იგი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და ქანდაკების მკვლევარია; შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლები (გუდარეხი, სამშვილდის სიონი, წეროვანი დეა სხვა) და ძეგლთა ჯგუფები (სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიები); გამოსცა შუა საუკუნეების რელიეფების ცალკეული ნიმუშები, ადრე შუა საუკუნეების ქვაჯვარები. პირველმა გამოიკვლია ქართულ ხეზე კვეთილობის X-XI საუკუნეების ნაწარმოებები. აქვს ნაშრომები ქართული საბჭოთა ხელოვნების შესახებ. ცნბილი ქართველი მეცნიერის გიორგი ჩუბინაშვილის ვაჟი. ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1961).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.165; გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი: gch-centre.ge


გააზიარე: