შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ანდღულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს. 1958-1964წწ. მუშაობდა ბორჯომის კომუნალურ მეურნეობაში მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1964-1968წწ. საქართველოს პროფკავშირების კურორტების მართის სამმართველოს "საქკურორტის" მთავარ ინჟინრად; 1968-1977წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის ზონის N12 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად, მმართველად; 1977-1995წწ. თბილისის N3 სამშენებლო ტრესტ "მრეწვმშენის" მთავარ ინჟინრად; უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოს საკურორტო რეგიონების არაერთ მნიშვნელოვან ობიექტებსა და თბილისის, გარდაბნის, გორისა და სხვა ქალაქების სამრეწველო ობიექტების მშენებლობას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |