The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ანდღულაძე

დიმიტრი ანდღულაძე
დაბადების თარიღი:1939
გარდაცვ. თარიღი:2003  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1963 წელს.

1962-1997წწ. მუშაობდა "თბილწყალკანალის" სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში მშენებელ-ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად, მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1997-2003წწ. შპს "თბილკანალრემმშენის" დირექტორად; უშუალოდ მონაწილეობდა თბილისის ინფრასტრუქტურის აღდგენა-შენებაში, წმ. სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის მშენებლობაში, წმ. მარინეს, ღვთისმშობლის სახელობისა და სხვა ტაძრების აღდგენა-რესტავრაციაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: