The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტეფორე ანდღულაძე

ქრისტეფორე ანდღულაძე
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1906
გარდაცვ. თარიღი:1973  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1928 წელს.

პროფესიული საქმიანობა დაიწყო "რიონჰესის" მშენებლობაზე. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენში" დამპროექტებლად, ჰესის მშენებლობის უფროსის მოადგილედ, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1939 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენის" მცირე და საშუალო ჰესების საპროექტო განყოფილების უფროსად. მუშაობდა "ჩითახევჰესისა" და "ტყიბულჰესის" მთავარ ინჟინრად, ხელმძღვანელობდა "ორთაჭალჰესის" მშენებლობას; 1955 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1959 წელს მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში და წარმოების ტექნოლოგიისა და საშენი მასალების კათედრის გამგე. წლების განმავლობაში აკონტროლებდა "ენგურჰესის" მიწისქვეშა სადერივაციო გვირაბების ბეტონის ხარისხს, უახლესი მეთოდით, ულტრაბგერითი აპარატურის გამოყენებით; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, არაერთი საერთაშორისო კონგრესის (ინგლისში, საფრანგეთში) მონაწილე, მრავალი ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და გამოგონების ავტორი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50-51; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 15-16

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: