Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქრისტეფორე ანდღულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1928 წელს. პროფესიული საქმიანობა დაიწყო "რიონჰესის" მშენებლობაზე. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენში" დამპროექტებლად, ჰესის მშენებლობის უფროსის მოადგილედ, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1939 წელს დაინიშნა სამშენებლო ტრესტ "ჰიდროენერგომშენის" მცირე და საშუალო ჰესების საპროექტო განყოფილების უფროსად. მუშაობდა "ჩითახევჰესისა" და "ტყიბულჰესის" მთავარ ინჟინრად, ხელმძღვანელობდა "ორთაჭალჰესის" მშენებლობას; 1955 წლიდან იყო საპროექტო ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტის" მთავარი ინჟინერი; 1959 წელს მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად; იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სასწავლო დარგში და წარმოების ტექნოლოგიისა და საშენი მასალების კათედრის გამგე. წლების განმავლობაში აკონტროლებდა "ენგურჰესის" მიწისქვეშა სადერივაციო გვირაბების ბეტონის ხარისხს, უახლესი მეთოდით, ულტრაბგერითი აპარატურის გამოყენებით; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, არაერთი საერთაშორისო კონგრესის (ინგლისში, საფრანგეთში) მონაწილე, მრავალი ნაშრომის, სახელმძღვანელოსა და გამოგონების ავტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017. გვ.50-51; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2010.- გვ. 15-16 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |