The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თომა ჩუბინიძე

Date of birth:11 August, 1876
Date of death:13 July, 1918  (at 41 years)
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საზანო, ახლანდელი თერჯოლის რაიონი.

1901 წელს მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა და ბათუმის მუშათა რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობდა. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს შეიარაღებული ბრძოლების ორგანიზატორი იყო შორაპნის მაზრაში, მონაწილეობდა თენგინის პოლკის ასეულის განიარაღებაში. რევოლუციის დამარცხების შემდეგ არალეგალურ მუშაობას განაგრძობდა ბათუმსა და ბაქოში. რევოლუციაში მონაწილეობისათვის არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული. 1917 წლის თებერვლის  რევოლუციის შემდეგ პარტიულ მუშაობას განაგრძობდა თბილისში. 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა დუშეთის გლეხთა აჯანყებაში. მძიმედ დაჭრილი მენშევიკებმა ტყვედ ჩაიგდეს და ადგილზევე დახვრიტეს ყაზბეგის მახლობლად. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.165

Awards and Honors

  • 1928 - წითელი დროშის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

Share: