The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ყურაშვილი

Date of birth:28 February, 1914  (111 years)
Date of death:19??
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკერალეში, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის მუშფაკი 1935 წელს. 1936-1938 წლებში სწავლობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1938-1948 წლებში იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1948 წელს მუშაობდა ქუთაისის რაიონული კულტურის სახლთან არსებულ დრამწრეში, ხოლო 1952 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრში მსახიობად. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დავითი(გ. ნახუცრიშვილის და ბ. გამრეკელის "ლადო კეცხოველი"), დესპანი(ი. გედევანიშვილის "სინათლე"), ბეკინა(დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), ვაჭარი და ოფიცერი(ქ. ხაფავას "ურჩი გია"), დავითი(ი. ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი"), არტემა ვაჭარი(ო. თუმანიანის "გიქორი"), გულივერი(ჯ. სვიფტის "გულივერის მოგზაურობა"), ტყის მეფე(გ. კუხიანიძის "ბიჭები ეძებენ გაზაფხულს"), ჰერაკლე(ბ. ნარეკლიშვილის "ჰერაკლეს გმირობანი), მისტერ კუკი(თ. ჩხეიძის "თოჯინების აჯანყება") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.19-20; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.249

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: