The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა პირველი

შოთა პირველი
დაბადების თარიღი:28 თებერვალი, 1914
გარდაცვ. თარიღი:1986  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1928 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-3 შვიდწლიანი შრომის სკოლა, 1932 წელს-პედაგოგიური ტექნიკუმი. 1935 წელს შევიდა თბილისის სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე. 1937 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრის სტუდია და მაშინვე ჩაირიცხა ამავე თეატრის დასში მსახიობად.

1940 წელს გადავიდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის დასში მსახიობად, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. მსახიობმა ღირსეულად განვლო ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი ცხოვრება და დამსახურებულად სარგებლობდა ჭეშმარიტი სახალხო არტისტის სახელითა და პოპულარობით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზასტრელიხინი, მამა(ვ. შკვარკინის "უბრალო გოგონა", "სხვისი შვილები"), ანტონიო(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), სოლომონი(შ. დადიანის "ჩატეხილი ხიდი"), ფრანც მოორი(ფ."ყაჩაღები"), ხევისბერი(ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), ოთარ ბეგი, ანანია გლახა(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), შაჰ აბასი(დ. ერისთავის სამშობლო), მიკირტუმ გასპარიჩი(გ. ერისთავის "გაყრა"), ჟურდენი, სგანარელი(მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", "ძალად ექიმი"), შადიმანი, ახმედი(ი. ვაკელის "გიორგი სააკაძე", "შური"), ბაადური(ა. წერეთლის "პატარა კახი"), არტემ ივანიჩი(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), მარცვალაძე(ს. კლდიაშვილის "უკანასკნელი რაინდები"), ოკაიმოვი(ა. აფინოგენოვის "მაშენკა"), სამუელ გოდესი(ძმები ტურების "დაწუნებული საქმრო"), ედმონდ კინი(ა. დიუმას "ედმონდ კინი"), მინაი დუდნიკოვი(ვ. დარასელის "კიკვიძე"), დავითი(ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), ჰანს კიფერი(ჰ. ვიტლინგერის "ვარსკვლავიდან ჩამოსული კაცი"), ფარსმან სპარსი, ლუკაია ლაბახუა("დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება") და სხვ. აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის თეატრის მხატვრულ და ორგანიზაციულ ცხოვრებაში. სხვადასხვა წლებში იყო სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე და თეატრის დირექტორი(60-იანი წლები).

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.20

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1955 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: