The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იასე შაქარიშვილი

იასე შაქარიშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1899
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 1955  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა ფოთის გიმნაზია 1917 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1930 წელს. 

მუშაობა დაიწყო ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე; 1929 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში (მდ. მტკვრის და ქციას აუზების შესწავლა); 1931 წლიდან მუშაობდა ამირკავკასიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. მოაწყო ექსპედიციები ლიახვის, ქსნის, მეჯუდის, ფრონესა და მტკვრის სხვა შენაკადების აუზში; 1932-1937წწ. მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის თბილისის სამმართველოში წყლის კადასტრის განყოფილების ხელმძღვნელის მოადგილედ; 1934 წლიდან კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაბრუნდა, კითხულობდა ლექციებს ჰიდროლოგიაში. 1942 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1943 წლიდან სათავეში ჩუდგა ჰიდროლოგიისა და კლიმატოლოგიის კათედრას; 1945 წლიდან ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილებას; 1946-1950წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის, "საქართველოს ჰიდროლოგიური დარაიონება", (ლევ ვლადიმიროვთან ერთად), "საქართველოს წყლების შესწავლის მოკლე ისტორიული ნარკვევი" და სხვა. მისი შრომები ეხება ჰიდროლოგიის სხვადასხვა საკითხებს. იკვლევდა საქართველოსა და ამირკავკასიის მდინარეებს. გარდა ამისა, საქართველოს მდინარეების მაქსიმალური ჩამონადენის პრობლემზე მრავალი საფონდო შრომა დატოვა. გეოგრაფ-ჰიდროლოგი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.694-695; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.271-272

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: