შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფლორა შედანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრალურთან არსებული დრამატული სტუდია 1939 წელს, რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს. იყო სოხუმის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის (კ. გამსახურდიას სახელობის) მსახიობი. წარმატებით ასრულებდა სხვადასხვა ხასიათის როლებს: ტატიანა (გორკის "მდაბიონი"), ხასინტა (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ვარდო ("სურამის ციხე", ჭონქაძის მიხედვით), ვიოლა (შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), გაიანე (სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ლუიზა (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), მარტინა (მოლიერის "ძალად ექიმი"), ბორდოხანი ("დიდოსტატის მარჯვენა" გამსახურდიას მიხედვით), დამლაგებელი (ჩხაიძის "მიღების დღე") და სხვა. ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის მიხეილ ჩუბინიძის მეუღლე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.699; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.137 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |