The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ფაჩულია

ზაზა ფაჩულია
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1984  (40 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1999–2003წწ. თამაშობდა "იულქერსფორი"(თურქეთი) გუნდში; 2003-2004 წლების სეზონში ქართველი ცენტრი "ორლანდო მეჯიკში" ირიცხებოდა, 2004-2005 წლების სეზონი კი "მილუოკი ბაქსში" გაატარა; 2005-2013წწ. "ატლანტა ჰოუკსის" წევრია, სადაც 8 სეზონი იასპარეზა; 2011 - "გალათასარაი" (თურქეთი); 2013 წლის სეზონის დასაწყისში "მილუოკი ბაქსში" დაბრუნდა, ხოლო 2015-2016წწ. "დალას მავერიქსის" ღირსებას იცავდა; 2000-2017წწ. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, კაპიტანი. 2016 წლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით NBA-ის კლუბ "გოლდენ სტეიტს" შეურთდა. მან ლიგის ფინალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა; 2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია მოიგო(NBA). არის თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (2001), თურქეთის პრეზიდენტის თასის მფოლებელი (2002), თურქეთის ჩემპიონი და თასის მფლობელი (2003). 2018 წლის ივლისში მიენიჭა საქართველოს "სპორტის რაინდის" წოდება.

წყარო: basketball-reference.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონი
  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: