შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მამულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის გორის პედაგოგიური სემინარია 1917 წელს; 1918-1919წწ. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1928-1930წწ. - კინემატოგრაფიის საკავშირო ტექნიკუმში. 1930 წელს მუშაობა დაიწყო კინორეჟისორად მოსკოვის "მეჟრაბპრომფილმის" კინოფაბრიკაში; 1932-1934წწ. მუშაობდა მოსკოვის კინო-ფოტო მრეწველობის მთავარ სამმართველოში კონსულტანტად; 1935-1936წწ. იყო თბილისის სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. თბილისის კინოსტუდიაში ქრონიკის საქტორის გამგედ დაინიშნა. გადაღებული აქვს ფილმები: "შალვა დადიანი" (1937), "რა გააკეთე შენ სამშობლოს გამარჯვებისათვის" (1943), "ახალგაზრდობის აღლუმი" (1944), "პატრიოტული მოვალეობა" (1944), "აკაკი წერეთელი" (1959), "იაკობ გოგებაშვილი" (1960), "ოთხმოცდაათი წელი ლენინის დაბადებიდან" (1960), "ვასილ ამაშუკელი" (1971) და სხვა. კინორეჟისორი. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.47; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.60; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.499-500 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |