The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მამულაშვილი

ალექსანდრე მამულაშვილი
დაბადების თარიღი:1898
გარდაცვ. თარიღი:1982  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ამიერკავკასიის გორის პედაგოგიური სემინარია 1917 წელს; 1918-1919წწ. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1928-1930წწ. - კინემატოგრაფიის საკავშირო ტექნიკუმში.

1930 წელს მუშაობა დაიწყო კინორეჟისორად მოსკოვის "მეჟრაბპრომფილმის" კინოფაბრიკაში; 1932-1934წწ. მუშაობდა მოსკოვის კინო-ფოტო მრეწველობის მთავარ სამმართველოში კონსულტანტად; 1935-1936წწ. იყო თბილისის სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების გამგე; 1937-1939წწ. თბილისის კინოსტუდიაში ქრონიკის საქტორის გამგედ დაინიშნა. გადაღებული აქვს ფილმები: "შალვა დადიანი" (1937), "რა გააკეთე შენ სამშობლოს გამარჯვებისათვის" (1943), "ახალგაზრდობის აღლუმი" (1944), "პატრიოტული მოვალეობა" (1944), "აკაკი წერეთელი" (1959), "იაკობ გოგებაშვილი" (1960), "ოთხმოცდაათი წელი ლენინის დაბადებიდან" (1960), "ვასილ ამაშუკელი" (1971) და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.47; საიუბილეო თარიღები : თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: