The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იამზე ტყავაძე

იამზე ტყავაძე
დაბადების თარიღი:1 მარტი, 1929  (95 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1947-1951 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

1951-1963 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის, ხოლო 1963 წლიდან მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ლაზარილიო(ე. დიუმანუას და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი"), დუნიაშა(ნ. გოგოლის "ქორწინება"), ასკანიო(ჯ. ფლეტჩერის "ესპანელი მღვდელი"), დაფინო(ლ. ქიაჩელის "ტარიელ გოლუა"), მაიკა(პ. კოჰუოტის "როცა ასეთი სიყვარულია"), დეიანირა(კ. გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი"), ოლივია(უ. შექსპირის "მეთორმეტე ღამე"), კონა(ე. გაბაშვილის "კონა"), ნებიერი ხანუმი(გ. ნახუცრიშვილის "შაითან ხიხო"), პეტია(ვ. კატაევის "თეთრად ფრიალებს აფრა ეული"), ლივია(ბ. ბრეხტის "გალილეო გალილეი"), ბობა(ნ. პოგოდინის "ნუ გეჩქარებათ სიცილი"), მანიჟე(ქ. ქუჩუკაშვილის "კონკია") და სხვ.

წყარო: საიუბილეო თარიღებითეატრიმუსიკაკინო.- თბ., 1989. -გვ.21;

http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/76094?locale=ka

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: