შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ გაგნიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს; 1946 წელს დაამთავრა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. 1943-1946 წლებში მუშაობდა ბორის ძნელაძის სახელობის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მასობრივი სანახაობის ორგანიზატორად. 1945-1947 წლებში იყო ამ სტუდიის თანამშრომელი. 1952-1985 წლებში იყო თბილისის თოჯინების ქართული თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო(გ. გოგიჩაიშვილის "ტყის მეგობრები"), არწივის მართვე(გ. გორდაძის "დაბრუნებული ჭაბუკი"), მზია(მ. გოგიაშვილისა და დ. ჯალაღანიას "მზეჭაბუკი"), კურდღელი(გ. მატვეევის "პოტაპიჩი"), ბაჭია(გ. ლანდაუს "ფიფქიას სკოლა"), მელანო(დ. კასრაძის "ქალპეპელა"), წუნა(გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), დედა(ე. შვარცის "წითელქუდა"), პაკი(ს. მიხალკოვის "სამი გოჭი"), ჭუკი(ნ. გერნეტისა და ტ. გურევიჩის "ბატის ჭუკი"), დედა ბაყაყი(ჰ. ანდერსენის "ნამცეცა"), იბრუხტი, თამრო(გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია") და სხვ. წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1989. -გვ.21 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |