The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ მატარაძე

ვიქტორ მატარაძე
დაბადების თარიღი:1888
გარდაცვ. თარიღი:1953  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სამოქალაქო სასწავლებელში, შემდეგ სწავლა განაგრძო სათავადაზნაურო გიმნაზიაში, რომელიც არ დაუმთავრებია; 1901 წელს მუშაობდა ასოთამწყობად გაზეთ "კვალის" რედაქციაში; 1902 წელს ჩაირიცხა თბილისის ქართული დრამატული საზოგადოების დასში, რომლის მსახიობიც იყო 1921 წლამდე; შემდგომ წლებში მსახიობად მუშაობდა: ქუთაისის (1921-1925), თბილისის მსახიობთა ამხანაგობის დასში (1925-1926), ბათუმის (1926-1929), სოხუმის (1929-1931), ჭიათურის (1932-1933) თეატრებში, შემდეგ სახკინმრეწვში (1933-1935). მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა სიღნაღის თეატრი, რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო 1931-1932წწ.; შემდგომ, 1935-1946წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ფილარმონიის მსახიობთა მხატვრულ კოლექტივებს; 1939 წელს საქართველოს სახელმწიფო ესტრადასთან ჩამოაყალიბა ვოდევილების ანსამბლი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ანტონიოსი (უ. შექსპირის "იულიუს კეისარი"), დე სანტოსი (კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გიგო (ი. გედევანიშვილის "მსხვერპლი"), ხანდრნირი (ა. აფინოგენოვის "მგლის ბილიკი"), გივი (ა. წერეთლის "პატარა კახი"), საბა ბერი (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ოტია ჯოლია (ვ. გუნიას "და-ძმა"), პრეზიდენტი (ფ. მილერის "ვერაგობა და სიყვარული") და სხვა.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.49;

          http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2220

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1934 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: